კახა კუკავა ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

პრეზიდენტობის მსურველები საარჩევნო აქტივობებს განაგრძობენ. “თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. კახა კუკავა მოსახლეობას მოუწოდებს, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

კანდიდატმა საარჩევნო ბუკლეტებიც დაარიგა და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა. კახა კუკავამ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს და განაცხადა, რომ პირველი არხი ყველა კანდიდატს თანაბარ დროს უთმობს და თითოეულის ღონისძიებას აშუქებს.