„თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში მოსახლეობას შეხვდა.
კახა კუკავამ ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. კახა კუკავას თქმით, საგარეჯოს მოსახლეობას ამ ეტაპზე ერთადერთი მწვავე პრობლემა აწუხებს და ეს ყურძნის ფასია.
პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყურძენზე ფასი მოიმატებს.