კახა კუკავა სარფში, მემეშიშების ოჯახში იმყოფება

12:17, 18.10.2018

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ამ წუთებში სარფში, მემეშიშების ოჯახში იმყოფება. მათ საცხოვრებელი სახლი კერძო იპოთეკარების სასარგებლოდ დაკარგეს და დღეს მათი გამოსახლება იგეგმება.

ადგილზე ელოდებიან სამართალდამცველებს. მემიშიშები ამტკიცებენ, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ და მათ ქონება მოტყუებით ერთ-ერთმა კომპანიამ წაართვა, რომელმაც საცხოვრებელი სამი იპოთეკარის სასარგებლოდ დატვირთა და ვალი არ გადაიხადა.

ადგილზე მხარდაჭერის მიზნით იმყოფებიან უფლებადამცველები და იპოთეკური სესხებით დაზარალებულებიც.

მსგავსი