კახა კუკავა ფახულანის მცხოვრებლებს შეხვდა

15:13, 09.09.2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში მხარდამჭერებს შეხვდა „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა. საუბარი შეეხო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს და სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტს. მოსახლეობამ თხილის დაბალ ფასზეც გაამახვილა ყურადღება.

მსგავსი