კახა კუჭავას ვიზიტი უკრაინაში

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კუჭავამ მონაწილეობა მიიღო ბაბინ იარის ტრაგედიის, ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიების ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე არაფორმალური შეხვედრაც გამართა.

რა საკითხები განიხილა კახა კუჭავამ კიევში შეხვედრებისას და იყო თუ არა ამ თემებს შორის მიხეილ სააკაშვილის საკითხი, – დეტალებს კიევიდან თამარ წიკლაური გაგვაცნობს.