კახა კუჭავას სასამართლო პროცესი

არჩევნების დღეს აგიტაციის წესის დარღვევისთვის კახა კუჭავას სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა. პარლამენტის თავმჯდომარე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა. საუბარია 2 ოქტომბრის არჩევნებზე. ხმის მიცემის დროს, მას „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადე ეკეთა. მის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კიდევ ორი პარტიის საჩივრის განხილვის შემდეგ შეადგინა. სასამართლო სხდომას კახა კუჭავა არ ესწრებოდა, თუმცა მისი უფლებადამცველის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მექანიკური შეცდომა დაუშვა და სიმბოლიკის შემცვლელი პირბადე განზრახ არ გაუკეთებია.

დატოვე კომენტარი