„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად, მესამე ვადით, კახა კალაძეს ოფიციალურად დღეს წარადგენს. კალაძე დედაქალაქის მერად პირველად 2017, მეორედ კი – 2021 წელს აირჩიეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქალაქს სჭირდება მერი, რომელიც კარგად ერკვევა დედაქალაქის პრობლემებში. უმრავლესობის წევრების შეფასებით, კახა კალაძის მერობის დროს თბილისში ბევრი სოციალური და ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. მათივე შეფასებით, კალაძის არჩევნებში მონაწილეობა ამჯერადაც წარმატებული იქნება. განსხვავებული აზრი აქვთ ოპოზიციაში.