კახა კალაძის ვიზიტი ჩინეთში
34 წლის შემდეგ პირველად თბილისის მეტროპოლიტენს 111 ახალი სამგზავრო ვაგონი შეემატება.
პირველ 4-ვაგონიან შემადგენლობას თბილისში წლის ბოლოსთვის ჩამოიტანენ. მიწისქვეშა საზოგადოებრივ ტრანსპორტის მასშტაბური განახლება იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძემ ქალაქ ნანკინის მერთან განიხილა. სწორედ ნანკინში მდებარეობს უმსხვილესი ჩინური კომპანია, რომელმაც მეტროს ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენისთვის დაამზადა.
პირისპირ შეხვედრაზე ორი ქალაქის მერებმა სატრანსპორტო და ურბანული განვითარების პოლიტიკაზე იმსჯელეს.
„მოამბე“ ჩინეთიდან – კახა კალაძის ვიზიტს მაკა არჩევნიშვილი შეაჯამებს.