კახა კალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან

კახა კალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, წყნეთის, ნუცუბიძის, ჭავჭავაძისა და ვაჟა ფშაველას მაცხოვრებლებს შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. საუბარი შეეხო როგორც დედაქალაქის, ასევე, კონკრეტულად, ვაკის რაიონის მასშტაბით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.