კახა კალაძის საარჩევნო შეხვედრა

12:25, 07.09.2025

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს კახა კალაძე. ის ამჯერად ვაზისუბანსა და სამგორში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს ესაუბრა. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მოსახლეობას ავარიული კორპუსების პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. შეხვედრაზე განიხილეს ტრამვაის პროექტიც. ამასთან, კალაძის თქმით, რამდენიმე დღეში დედაქალაქს 200-მდე ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსი დაემატება.

მსგავსი