კახა კალაძის საარჩევნო კამპანია

კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან ერთად, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ აბაშიძეც იმყოფებოდა. ადგილობრივებთან დისკუსია ვერის ბაღში და სულხან-საბას სკვერში გაიმართა. ისაუბრეს რაიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. მოსახლეობას ვერის ბაღის შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროექტში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს.

დატოვე კომენტარი