რა გეგმები აქვს დედაქალაქის მთავრობას ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიმართულებით – ამჯერად თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ახალგაზრდული პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
განათლება, სპორტი და კულტურა ეს არის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერია მუშაობის გააქტიურებას და ახალგაზრდების ხელშეწყობას გეგმავს.
უფრო კონკრეტულად რას ითვალისწინებს ახალგაზრდული პროგრამა – დესი ვარდოსანიძე დეტალებით.