კახა კალაძის განცხადება

მოუწევს თუ არა ეკა ბესელიას „ქართული ოცნების“ რიგების დატოვება, ამის შესახებ მმართველი გუნდი იმსჯელებს, – ეს განცხადება კახი კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა, თუმცა როდის დაასრულებს უმრავლესობა საკითხზე კონსულტაციებს და საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, პარტიის გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია.

კალაძე მიიჩნევს, რომ სანამ კონკრეტული საკითხები გარეთ გამოვიდოდა, მსჯელობა გუნდში უნდა მომხდარიყო.