კახა კალაძის განცხადება

იქნება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კახა კალაძე, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. განცხადება კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ გააკეთა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ პარტიას შანსი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩევლის 43%-იანი მხარდაჭერა მიიღოს, კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

თავისუფალი ხედვა