კახა კალაძის განცხადება

ნარჩენებისგან დედაქალაქი ბუნებრივ აირს  მიიღებს. შესაბამის დოკუმენტაციაზე მუშაობა სექტემბერში დასრულდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დასრულებულ უჯრედებში ბიოგაზის მოპოვებისათვის პროექტს ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი“ მოამზადებს. კახა კალაძის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ნარჩენების პოლიგონის გამართულ ფუნქციონირებას და დედაქალაქის ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას.

მერია მშენებლობისთვის ტენდერს მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადებს, პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი კი 2021 წელია.