კახა კალაძის ბრიფინგი

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას აფასებენ „ქართულ ოცნებაში.“ ბრიფინგი გამართა კახა კალაძემ და მოსახლეობას აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, მმართველ გუნდს პირველივე ტურში გამარჯვების რეალური შანსი აქვს. განცხადება არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ზვიად ძიძიგურმაც გააკეთა.