კახა კალაძემ „ფეისბუქის“ ვიდეოდიალოგში მოქალაქის შეკითხვებს უპასუხა

თბილისის მერია „ელიავას ბაზრობის“ საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ კახა კალაძემ „ფეისბუქის“ ვიდეოდიალოგში ისაუბრა, სადაც მოქალაქის შეკითხვებს უპასუხა. დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოეწყოს თანამედროვე ცენტრი და აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული.

საუბარი შეეხო დიდ დიღომში ათი საბავშვო მოედნისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობას. ვიდეოდიალოგში, რომელიც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, სხვადასხვა რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.