კახა კალაძე VS ნიკა მელია

საარჩევნო ბრძოლის მთავარი ცენტრი დედაქალაქია – თბილისელებმა არჩევანი კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის უნდა გააკეთონ.

პირველი ტური თითქმის 11%-იანი სხვაობით დასრულდა მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ.

პოლიტიკურ ასპარეზზე ორივე მათგანი თითქმის ერთდროულად გამოჩნდა. დიდი ფეხბურთიდან დიდ პოლიტიკაში კალაძე 2011 წელს ჩაერთო და მას შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ თბილისის მერი გახდა, რომლის მართვას მეორე ვადით აპირებს. დედაქალაქის პირველი პირის სტატუსისთვის ბრძოლა უკვე მეორედ უწევს მის კონკურენტსაც, რომლის პოლიტიკური კარიერა წინა ხელისუფლების დროს აღსრულების ბიუროდან დაიწყო, შემდეგ იყო გიგი უგულავას კაბინეტში მუშაობა, მთაწმინდის გამგებლის პოზიცია, პარტიული კარიერის დაწყება, არაერთი ხმაურიანი ინციდენტი, ჩხუბები, ბოიკოტი, პარტიის თავმჯდომარედ არჩევა და პატიმრობაც.

სალომე ქოქიაშვილი გაგვახსენებს თბილისის მერობისთვის მებრძოლთა პოლიტიკურ ბიოგრაფიებს.