კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია - შეფასებები მმართველ გუნდში 

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა. თბილისის მერობის კანდიდატად რამდენიმე წუთის წინ კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინეს. სიტყვით მიმართვის დროს პრემიერმა ბოლო რვა წელში დედაქალაქში განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ღონისძიებას მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.