კახა კალაძე: ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელია

ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს თბილისის მერი დაუსაბუთებელს უწოდებს. კახა კალაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მერიამ შეამცირა აღსაზრდელების კვების მენიუ, სიცრუეა.

კალაძის განმარტებით, კალორაჟის ახალი ნორმა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, მათ შორის, მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. ამის დასადასტურებლად, თბილისის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 5 დღის მენიუც წარმოადგინა.