კახა კალაძე - 2018 წლის თბილისის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზრდება

2018 წლის თბილისის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ ქალაქის მერმა კახა კალაძემ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის  ფინანსთა სამინისტრომ ტრანსფერით დამატებითი თანხები გამოყო.

თბილისის მერის განცხადებით,  თანხები კონკრეტულ პროექტებზე იქნება მიმართული, კერძოდ, ფინანსთა სამინისტოს მიერ გამოყოფილი დამატებითი თანხები მეტროსადგურის რეაბილიტაციასა და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება.