კაია კალასის განცხადება

„ევროკავშირი მზად იქნება, უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე ლიდერობა გადაიბაროს, თუ ამის სურვილი აღარ ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. „მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სხვა წევრი და იმედია, ამერიკის შეერთებული შტატებიც, მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. ევროკავშირი ასევე მზად არის, გადაიბაროს ეს ლიდერობა, თუ ამერიკის შეერთებული შტატებს აღარ ექნება ამის სურვილი“, – განაცხადა კალასმა. მისივე თქმით, არ უნდა დაიწყოს სპეკულაციები აშშ-ის მომავალი მხარდაჭერის შესახებ. როგორც კალასმა აღნიშნა, აშშ-ის ინტერესებში არ შედის, რომ რუსეთი იყოს ყველაზე ძლიერი ძალა მსოფლიოში.