კაია კალასის განცხადება - პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

პოლიტიკური შეფასებების თემაა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილებიც. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატები ცდილობენ, ქართული საზოგადოება არჩეული ხელისუფლებისგან გამიჯნონ. ოპოზიცია კი იზიარებს კალასის განცხადებას და მიიჩნევს, რომ ქვეყანას ჰყავს ევროპული საზოგადოება და ანტიევროპული მთავრობა. შეგახსენებთ, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა კაია კალასმა გუშინ, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ უჭერენ საქართველოს მთავრობას.