კაია კალასის განცხადება
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინაში ომში მონაწილეობდნენ, ვიზების გაცემის აკრძალვისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პირობების გამკაცრების წინადადებას, ევროკავშირში „ფართო მხარდაჭერა“ აქვს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები.