ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი აცხადებს, რომ „ირანი ომის ექსპორტიორია“ და ის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგნაციო კასისთან ერთად, ციურიხში გამართულ პრესკონფერენციაზე კალასმა აღნიშნა, რომ ამჟამად ირანის რეჟიმი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ამ ომში. მისი თქმით, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირს აქვთ მექანიზმები, რომლებიც წევრებს საშუალებას აძლევს გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა დახმარება სხვა წევრი ქვეყნებისგან.