„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებს ცოტა ხნის წინ კაია კალასი გამოეხმაურა. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ შეუძლია ევროკავშირს მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას კანონში მსგავსი ცვლილებების ფონზე.
შეკითხვები დაუსვეს ევროკომისარ მარტა კოსსაც. მისი თქმით, საქართველო სულ უფრო შორდება სამომავლო ევროპულ პერსპექტივას. განცხადება გააკეთა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა თბილისში.