კაია კალასი სომხეთში იმყოფება

18:21, 29.06.2025

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. კაია კალასი უკვე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს. „ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავება, ევროკავშირის მხარდაჭერა რეფორმების მიმართ და მდგრადობისა და კეთილდღეობის გაძლიერება. ეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გასაღებია“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთში ევროკავშირის მისიის შტაბ-ბინის მონახულება.

მსგავსი