კაფე-ბარების ინსპექტირება ბათუმში

12:28, 07.08.2026

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ობიექტები გააფრთხილა. ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობა ადგილზე გადაამოწმა და კონკრეტულ დარღვევებზე სამართლებრივი ღონისძიებები გაატარა. საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის ფაქტზე შესაბამისი ნებართვის არქონის შემთხვევაში, ობიექტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდებიან, რაც ითვალისწინებს ფიზიკურ პირზე 500, იურიდიულ პირზე კი 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობის მიზნით გარე ვაჭრობისა და ტროტუარის შეზღუდვის წესი მკაფიოდ არის  განსაზღვრული.

მსგავსი