ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კადეტთა საერთაშორისო კვირეული დასრულდა. კადეტებს პროგრამის წარმატებით დასრულება აკადემიის გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცა და მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
კადეტთა მე-9 საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, აკადემიამ თხუთმეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის, თორმეტი უცხოური სასწავლებლის წარმომადგენლებს უმასპინძლა. კვირის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა სახის აკადემიური, სამხედრო და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება. პროგრამა დატვირთული იყო პრეზენტაციებით, სპორტული შეჯიბრებებითა და ექსკურსიებით.