„კაცობრიობა, ძალაუფლება, ისტორიის გაკვეთილები“ – თბილისი ლექცია-სემინარებს მასპინძლობს

12:11, 19.11.2017

„კაცობრიობა, ძალაუფლება, ისტორიის გაკვეთილები“ – ამ სახელწოდების ინფორმაციული შეხვედრით დაიწყო ასოციაცია კულტურათა დიალოგი XXI-ს ორგანიზებით, ლექცია-სემინარების სერია.

კურსები ფართო სპექტრს მოიცავს და 23 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ყოველ შაბათს, შეხვედრების ფარგლებში ისაუბრებენ როგორც დიპლომატიისა და კულტურის ისტორიაზე, ასევე სხვადასხვა ხელოვნების დარგზე.

18-ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე საერთო ჯამში ექვსი ორსაათიანი ლექცია გაიმართება, სრულ კურსზე დასწრების შემთხვევაში სერტიფიკატებიც გაიცემა.

მსგავსი