ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოები

ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო დააფინანსებს.

პროექტი საზოგადოებას ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა წარუდგინა. პროექტით გათვალისწინებულია ძირითადი ტაძრის კვლევა და ქვის კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავება. პროექტის ფარგლებში 100,000 ამერიკული დოლარი სამუშაოების ჩატარებისთვის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს გადაეცემა.