ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ცნობილი ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. ის საქართველოს პირველ არხზე ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, იყო დიქტორი და შემდეგ 1968 წლიდან ტელეკომენტატორი. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები. 2013 წლის 30 დეკემბერს, ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს, მათ შორის, ჯულიეტა ვაშაყმაძეს.

სატელევიზიო კარიერის მიღმა ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაღებულია არაერთ ფილმში. მათ შორის: „ყვავილი თოვლზე“, „პაპა გიგია“, „თოჯინები იცინიან“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“.

 

დატოვე კომენტარი