ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი

21:44, 09.01.2026

გრძელდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის სასამართლო პროცესებიც. დაიკითხა სამი მოწმე და გამოიკვლიეს პროკურატურის მტკიცებულებები. მოწმეებს შორის იყვნენ სამედიცინო ტექნიკის შემომტანი კომპანიის დამფუძნებელი, სამედიცინო ტექნიკის ბიზნესში ჩართული პირი და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც საიდუმლო ხელშეკრულების დეტალებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის თქმით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მაგნიტორეზონანსული აპარატის შესაძენად უწყების მიერ გაღებული ხარჯები საჭიროება იყო და სამინისტროს მიერ გადახდილი თანხა აპარატურის ფასთან ერთად მის მონტაჟსა და ოთახის მოწყობასაც მოიცავდა. ექს-მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მოადგილის, ნათესავისა და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, შედეგად სამინისტრომ 1 333 728 ლარით იზარალა. ბრალდების მეორე ეპიზოდი კი ესპანეთში სახლის შეძენას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ეხება.

მსგავსი