თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სადაც პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სახელმწიფო ბრალდებამ, დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე დაკითხა, საიდანაც ერთ-ერთი, სამედიცინო ტექნიკის შემომტანი კომპანიის დაფუძნებულია. მისი მისამართით პროკურატურამ კითხვები, 2023 წელს განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებით დასვა, რომლის დროსაც მას დაუკავშირდა, სამედიცინო ბიზნესში ჩართული პირი, ალექსანდრე ხეთერელი და გორის ჰოსპიტალისთვის, საიდუმლო შესყიდვის გზით, მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატების შესასყიდად ხელშეკრულების გაფორმება ითხოვა. ასევე დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა, ალექსანდრე ხეთერელიც, რომლიც სამედიცინო ტექნიკის ბიზნესშია ჩართული. მესამე პირი კი, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო, რომელმაც უშუალოდ საიდუმლო ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. 2025 წლის მარტში, კი ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.