ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში. იკვლევენ ბრალდების მტკიცებულებებს. მასალებს შორისაა კომპიუტერული დისკები, სადაც ბრალდებულების კომუნიკაციაა ასახული, ასევე მოწმეთა დაკითხვა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ადვოკატის განცხადებით, ბურჭულაძის პოზიცია უცვლელია და ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.