თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე სასამართლოს არსებით განსახილველად გადაეცა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბურჭულაძესთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებული არიან მოადგილის გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის ბრალდებაზეც. ჯუანშერ ბურჭულაძემ მოსამართლეს საქმეზე იმ ფინანსური დოკუმენტაციის დართვა სთხოვა, რომელიც, მისი თქმით დაადასტურებს რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.