ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა, საუბარია შემოსავლების სამსახურის, ექსპერტზე რომელმაც ჯუანშერ ბურჭულაძის ქონების რევიზია მოახდინა. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.