ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროკურორის თქმით მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დაკავებული პირები საკუთარ ქონებებს სხვა პირებზე აფორმებდნენ, მათ შორის მძღოლებზე და ასევე მათი დახმარებით ხდებოდა დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვა სხვადასხვა ანგარიშებზე. დაცვის მხარის შეფასებით კი საქმეში მათ წინააღდეგ არანაირი მტკიცებულება დევს, დღევანდელი ჩვენებები კი, სადაც საუბარია ქონების სხვა პირებზე გადაფორმებაზე ამ საქმესთან შემხებლობაში არ არიას. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. ბურჭულაძესთან ერთად ბრალდებული არიან მისი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძე.