თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი იმართება, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
ხუთი მოწმე საქმის გამომძიებელია, ორი – მძღოლი. მათ შორის, დაიკითხა ჯუანშერ ბურჭულაძის მძღოლი, დავით წიკლაური. ის ჯუანშერ ბურჭულაძესთან 2016 წლიდან მუშაობდა. გამოძიება დაინტერესდა, რა ინფორმაციას ფლობდა წიკლაური იმ საქმეზე, რასაც მას პროკურატურა ედავება. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული – 9 დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.