ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო

21:43, 13.03.2026

პატიმრობაში მყოფი ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. გიორგი ხაინდრავა თავდაცვის ყოფილ მინისტრთან და სამინისტროს შესწყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან და ექს-მინისტრის ცოლის ძმასთან ერთად საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. მას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან. პროკურორმა დაადასტურა, რომ ხაინდრავამ პროკურატურას საპროცესო გარიგების თხოვნით დღეს მიმართა და წერილიც შეიტანა. ბრალდების მხარის განმარტებით, საქმის სხვა ფიგურანტებს ამ მოთხოვნით პროკურატურისთვის ჯერ არ მიუმართავს. გახმაურებულ საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაიკითხა ორი მოწმე. საუბარია საქმის მთავარ გამომძიებელზე და რევიზორზე. გამომძიებლის თქმით, შესყიდვის დროს თავდაცვის სამინისტრომ მიკერძოებული გარემო შექმნა. შეგახსენებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტორეზონანსული აპარატურის შესყიდვის ტენდერს ეხება.

მსგავსი