ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო

18:06, 29.01.2026

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მათან ერთად ბრალდებული პირების მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა იმ შესყიდვებთან დაკავშირებით ისაუბრეს, რაზეც ბურჭულაძეს აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურორების ჩვენებებით დასტურდება დანაშაული, ადვოკატები კი ამბობენ რომ დანაშაული ამ დრომდე არსებული მასალებით არ მტკიცდება. ჯუანშერ ბურჭულაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მასთან ერთად საქმეზე ბრალდებულები არიან მისი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

მსგავსი