ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. დაიკითხება სამი მოწმე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც აპარატურის შეძენის პროცედურებზე ისაუბრეს. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9 დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.