ჯრუჭის მონასტრის ახალი სიცოცხლე
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული შედევრი და უდიდესი კულტურული ცენტრი სრულად აღდგენილია – საჩხერეში, ჯრუჭის მონასტრის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. 1991 წელს მიწისძვრის შედეგად განადგურებული ტაძრის აღდგენა 2018 წელს დაიწყო, მიწასთან გასწორებული მონასტრის თითოეული ქვა საკუთარ, პირვანდელ ადგილს დაუბრუნდა. ეკლესია თლილი ქვითაა ნაგები, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ბარელიეფი იქცევს, რომელზეც ორი წმინდა გიორგია გამოსახული, ერთი მათგანი გველეშაპს ებრძვის, მეორე კი – ბიზანტიის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ეს ბარელიეფი უნიკალურია თავისი შინაარსითა და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ჯრუჭის მონასტერს უკავშირდება ძველი სახარების რთული და გრძელი ისტორიები. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 936 წელს გადაწერილ ჯრუჭის ოთხთავს ინახავს.
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ახალი სიცოცხლე – ნახეთ ანა ნოდიასა და გიორგი ბაზერაშვილის რეპორტაჟში #მოამბერეგიონები