ჯოზეფ ბორელის ვიზიტი - შეფასებები

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელი საქართველოში 7-8 სექტემბერს დაგეგმილ ვიზიტს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილის შეუსრულებლობის გამო, არ აქვთ მოლოდინი, რომ ბორელი დადებითად შეაფასებს ქვეყნის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. მათივე თქმით, ბორელის ვიზიტი იქნება ბოლო გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. „ქართული ოცნების“ ლიდერებს კი ბორელის ვიზიტთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვთ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა რეკომენდაციების შესასრულებლად და ამ მხრივ დიდი პროგრესია.