ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში

ოფიციალური თბილისი ჯოზეფ ბორელის ვიზიტის მოლოდინშია – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს ხვალ ეწვევა. რეკომენდაციების შესრულებაზე ევროკომისიის შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. 12 პუნქტი და გატარებული რეფორმები, სავარაუდოდ ეს იქნება, ჯოზეფ ბორელის მხრიდან განსახილველი პრიორიტეტული საკითხები.

არაერთი გზავნილის, მათ შორის შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი მოწოდების მიუხედავად, კანდიდატის სტატუსზე მხარეებმა ერთად იმუშაონ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია საერთო მიზნის მისაღწევად გაერთიანებას, ვერც ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტის წინ ახერხებს.

კანდიდატის სტატუსი ხალხს და არა მთავრობას – ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილის ბოლოდროინდელი იდენტური განცხადებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის არსებულ უთანხმოებას კიდევ უფრო ამძაფრებს.