ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში

ჯოზეფ ბორელი საქართველოშია.  ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი დახვდნენ. 12 რეკომენდაცია, კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა,– ამ თემებზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრებს ხელისუფლების, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს. მედიასთან უკვე გაკეთდა პირველი განცხადებაც.

როგორი იყო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პირველი გზავნილი? – ანა ბროლაძე აშუქებს ჟოზეფ ბორელის ორდღიან ვიზიტს.