50-წლიანი წარმატებული კარიერა მოდის სფეროში და მსოფლიო დონეზე აღიარებული დიზაინერი: მოდის იმპერია ჯორჯო არმანის გარეშე. ცნობილი იტალიელი დიზაინერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. 10 მილიარდ დოლარად შეფასებული იმპერია, რომელიც ტანსაცმლის გარდა კიდევ რამდენიმე ხაზს, მათ შორის აქსესუარებს, სახლის ავეჯს, პარფიუმერიასა და კოსმეტიკას აერთიანებდა. როგორ დაიწყო საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ბრენდის ისტორია მილანში: 49 წლის წინ გამართული პირველი ჩვენება, ახალი სიტყვა მოდის ინდუსტრიაში, გამორჩეული ხელწერა, ნოვატორული ხედვა და მრავალწლიანი თანამშრომლობა მსოფლიო ვარსკვლავებთან – ლეგენდად ქცეული დიზაინერის შემოქმედება თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟში.