„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სანქციები დაუწესდება

12:25, 06.09.2025

რუსთავის წყალმომარაგებაში დაშვებული დარღვევებისა და საინვესტიციო გეგმით შესასრულებელი პროექტების ვადაგადაცილების გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სანქციები დაუწესდება. სემეკს, საკითხის შესწავლის თხოვნით, რუსთავის მერიამ მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მიმართა. კომისიამ უკვე გამოვლენილი დარღვევების შესახებ იმსჯელა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დამატებითი სხდომა 11 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

მსგავსი