„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პროექტის დასკვნით ეტაპზე გადავიდა. კომპანიამ სრულად განაახლა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა – შეიცვალა 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელები, განახლდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები. მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ჯამური ინვესტიცია 12.5 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.