„ჯორჯიან მანგანეზმა“ რეორგანიზაცია გამოაცხადა

გაკოტრების ნაცვლად რეორგანიზაცია  – „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ მანგანუმის მიწისქვეშა სამუშაოების მოპოვებითი სამუშაოები არარენტაბელურობის არგუმენტით საბოლოოდ შეაჩერა და სასამართლოს გაკოტრების პროცედურის თხოვნით მიმართა, ამჯერად ოპტიმიზაციას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ დაითხოვენ ყველა დასაქმებულს, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციაზე განაცხადების ხელახლა წარდგენის უფლება ექნებათ – როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ასევე მაღაროელებს სამსახურში გასაუბრების გზით აიყვანენ. ძალაში რჩება კომპანიის ის გეგმაც, რომელიც გარკვეული პროცესების შემდეგ მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენას ითვალისწინებს. სამმხრივი კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ენდობიან მაღაროელები, რომლებიც რეორგანიზაციის საჭიროებას, პირველ რიგში, მენეჯმენტში ხედავენ. აქციების შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება.